„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის N05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №54/ნ |
|
2013 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებით (ვებგვერდი, 120106019, 09/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.016271) დამკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. მოსწავლეთა ჩარიცხვა იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი აქვთ პირველკლასელთა ჩარიცხვის და უსასყიდლოდ სწავლების (გარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსებისა) ვალდებულება კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი აქვთ პირველკლასელთა ჩარიცხვის და უსასყიდლოდ სწავლების (გარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსებისა) ვალდებულება საშუალო საფეხურის დასრულებამდე, ყოველწლიურად უზრუნველყოფენ არაუმეტეს პრივატიზებულ ქონებაში პრივატიზებამდე არსებულ საჯარო სკოლის საშუალო საფეხურდაძლეულ მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი სოციალურად დაუცველი ოჯახების (ამ წესის მიზნებისათვის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია) მოსწავლეების ჩარიცხვას.“; |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|