ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.03.2011 ძალადაკარგული 06.01.2012
ნომერი
№34/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110307050, 09/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №34/ნ

2011 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წეს ი ს  დამტკიცების შესახებ

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილები თ დამტკიცებული დებულების მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტ ი ს „ც1“ქვეპუნქტის და  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წეს ი“  დანართის შესაბამისად.

2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წეს ი

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ში (შემდგომში – სკოლა)  მოსწავლის ჩარიცხვის წესსა და  პირობებს.

    მუხლი 2. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა

1. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში– მინისტრი)  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის  მიზნით, სკოლის დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ელექტრონული განაცხადის გამოქვეყნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  ოფიციალურ ვებგვერდ ზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა

1. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის  ვადა  განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სკოლის დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა.

3. სკოლის დირექტორი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ.

4. სკოლის დირექტორი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს გამოცემისთანავე უზრუნველყოს მოსწავლის დარეგისტრირება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ ზე.

5. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ ზე მოსწავლის რეგისტრაციის ფორმას  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

6. მოსწავლე სკოლაში ჩარიცხულად ითვლება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ ზე მისი რეგისტრაციის მომენტიდან.