1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი (შემდგომში – იუსტიციის სახლი) არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. იუსტიციის სახლის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი“. იუსტიციის სახლის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Legal Entity of Public Law -  Public Service Hall“.

3. საქმიანობისას იუსტიციის სახლი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. იუსტიციის სახლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში –
სამინისტრო).

5. იუსტიციის სახლი საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. იუსტიციის სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიში კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ლოგო, ბეჭედი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. იუსტიციის სახლი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით.

8. იუსტიციის სახლის იურიდიული მისამართია: თბილისი, სანაპიროს ქ. №