სამსახურის ფუნქციებია:
ა) ტექნოლოგიური პროექტების მართვა;
ბ) გასაუმჯობესებელი პროგრამების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სისტემების და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ანალიზის პროცესის მართვა;
გ) იუსტიციის სახლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ბიზნეს-ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება;
დ) ახალი სისტემების და პროცედურების დანერგვის მიზნით, შესაბამისი ტრენინგების მომზადება და თანამშრომლებისთვის გადამზადების პროცესის ჩატარების უზრუნველყოფა;
ე) პროდუქტების, პროექტების და მომსახურების პროცესების წინასწარი ფინანსური ანალიზი; ბიუჯეტის ფორმირების მიზნით სათანადო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;
ვ) პროდუქტების, პროექტების, მომსახურების პროცესების ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლისა და ანალიზისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
ზ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული სტატისტიკების მომზადება, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
თ) პროდუქტების, პროექტების, მომსახურების პროცესების ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა;
ი) მომსახურების პროცედურების ხარვეზების ძიება, დროული გამოვლენა, მათი ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის იდეების გენერირება;
კ) იუსტიციის სახლის მომსახურების პროცედურების მუდმივი განვითარება, მომსახურების პროცესთან დაკავშირებული სისტემური ცვლილებების მართვა და მათი წინასწარი ტესტირება;
ლ) ახალი ან/და არსებული პროდუქტის დანერგვა/დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა;
მ) მომსახურების პროცედურების აღწერილობების მომზადება;
ნ) პროცედურების/სისტემების ოპტიმიზაციისთვის ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგ