სამსახურის ფუნქციებია:
ა) მომსახურების მაღალი ხარისხის (მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, კომფორტული, სწრაფი და უხარვეზო) მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
ბ) იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის დონის განსაზღვრის და ამაღლების მიზნით კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კვლევის ჩატარების და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
დ) ფილიალებში არსებული მდგომარეობის ანალიზის, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების იდენტიფიცირება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ე) მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენ