სამსახურის ფუნქციებია:

ა) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა;

ბ) არსებული და ახალი პროდუქტების პაკეტირების განსხვავებული შესაძლებლობების ანალიზი და წინადადებების შემუშავება;

გ) პროდუქტების ტესტირება, მათ განვითარებაში ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით, იუსტიციის სახლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოვლენილი შესაძლებლობების გარშემო იდეების გენერირების  მიზნით მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და მისი მუდმივი განვითარება;

ე) პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციებთან დაკავშირებით, თანამშრომლების იდეების გენერირებისა და ინოვაციურ პროცესებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

ვ) იდეების წინასწარი ტესტირების ორგანიზება, იდეების დამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, დამუშავებული იდეების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა და განხორციელება;

ზ) პროექტების მიმდინარეობაზე დაკვირვება; ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში, ახალი იდეების გენერირება და ცვლილებების ორგანიზება;

თ) საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევ