ინოვაციების სფეროში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციებია:

ა) ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ბ) ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების ეკოსისტემების განვითარების კოორდინაცია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე სახელმწიფო, კერძო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სექტორებს შორის;

გ) ინოვაციური საქმიანობების შესახებ ანგარიშის მომზადების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებ