ბრძანება N 23727
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23727
28 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------------ის (ს/ნ ----------------)
(მის.: -------------------------------------)
2025 წლის 16 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა ი/მ ---------------ის (ს/ნ ----------------) №-----/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 11 სექტემბრის ID:------ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 11 სექტემბრის ID:-----გადაწყვეტილებას. თვლის რომ გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი ეთქვა არასწორად.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ი/მ --------ის (სნ ----------) მიერ 2025 წლის 20 აგვისტოს ID:------ და 2025 წლის 10 სექტემბრის ID:------ განცხადებებით მოთხოვნილი იყო გრანტით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის 10 854.16 ლარის ასახვა გპაბ-ზე.
აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი იყო ააიპ ---------ი (---) მიერ გაცემული ხელშეკრულება გრანტით დაფინანსების თაობაზე, პროექტის ,,მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“- ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს პროექტი სახელწოდებით - -----------------.
ი/მ --------ის (სნ ------) მიერ ID:------ განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად არ განხორციელდა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ-ის თანხის ასახვა, ვინაიდან წარმოდგენილი ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ”გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლის მიხედვითაც გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ი/მ ---------ს (სნ ---------) არ წარმოეშობა გადახდილი დღგ-ის ჩათვლის უფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.
აღნიშნული გადამხდელს ეცნობა 2025 წლის 11 სექტემბრის ID:-------- წერილით, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ი1 “ პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა), აგრეთვე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) წერილობითი გადაწყვეტილება, მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციისთვის ან კლუბისთვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს გრანტის გაცემის მიზანი, მისი მოცულობა, სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულება, მათი ათვისების ვადები და ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემისა (დონორის) და საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ”გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლის მიხედვითაც გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საბჭო განმარტავს, რომ ვინაიდან ააიპ ---------თან ---) გაფორმებული ხელშეკრულება გრანტით დაფინანსების თაობაზე, პროექტის ,,მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“- ფარგლებში დაფინანსებული ბიზნესპროექტია, ი/მ ----------ეს (სნ -------) არ წარმოეშობა გადახდილი დღგ-ის ჩათვლის უფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას. გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი ეთქვა არასწორად.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მომჩივანის მიერ განცხადებებით მოთხოვნილი იყო გრანტით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის 10 854.16 ლარის ასახვა გპაბ-ზე.აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი იყო ააიპ-ის მიერ გაცემული ხელშეკრულება გრანტით დაფინანსების თაობაზე, პროექტის ,,მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე“- ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს პროექტი.
მომჩივანის განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად არ განხორციელდა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ-ის თანხის ასახვა, ვინაიდან წარმოდგენილი ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ”გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლის მიხედვითაც გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მომჩივანს არ წარმოეშობა გადახდილი დღგ-ის ჩათვლის უფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.აღნიშნული გადამხდელს ეცნობა წერილით, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 181(2.3);