ამ კანონის მიზნებისთვის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება აქსელერატორი, რომელიც არის იურიდიული პირი, ახორციელებს სილაბუსზე დაფუძნებულ, არანაკლებ 3 თვისა და არაუმეტეს 12 თვის ხანგრძლივობის აქსელერაციის პროგრამას და უზრუნველყოფილია სამუშაო სივრცითა და კვალიფიციური მენტორებით.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025