ბრძანება N 8527

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2023
№ დოკუმენტი 8527
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8527

19.04.2023

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------)

( მის.: ----------------------)

2023 წლის 24 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ -----------) №79903/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის ID:---------- გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ სსიპ „-----------“-ს პროგრამის ფარგლებში მიიღო გრანტი. გადამხდელმა მოითხოვა გრანტით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნება, რაზეც მიიღო უარი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ არ ჰყავს ბუღალტერი, თავად კი არცოდნის გამო გაუშვა კანონით დადგენილი 3 თვიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ------------ის (ს/ნ ------------) მიერ 2023 წლის 2 მარტს დაგვიანებით იქნა წარდგენილი განცხადება სსიპ „-----------------“-სთან გაფორმებული გრანტის №------------ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ს თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით. გადამხდელის მიერ ID:-------------განცხადებით წარდგენილი იყო ოთხი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: -------------, -------------, ------------ (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ნოემბერი), ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ------------ (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - დეკემბერი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ----------- (ს/ნ ------------) გაეგზავნა გადაწყვეტილება და ეცნობა, რომ გრანტის №------------ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა ექვემდებარებოდა ნაწილობრივ ასახვას 19.68 ლარის ოდენობით. აღნიშნულ განცხადებაზე ID:---------- პასუხი 17.03.2023 წელს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ამავე წლის 20 მარტს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად:

„1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

11 გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი.

2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.“ ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გრანტად ითვლება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − -------------- მიერ „---------------“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „-------------- მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის შესაბამისად:

2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ ID:------------ განცხადებით წარმოდგენილი იყო სამი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: -----------, ------------და ------------ (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ნომბერი). აღნიშნული ანგარიშფაქტურები წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ დაგვიანებით იქნა წარდგენილი განცხადება სსიპ -სთან გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ს თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით.განცხადებით წარდგენილი იყო ოთხი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.სამი ანგარიშ ფაქტურის ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ნოემბერი,ხოლო ერთის დეკემბერი.აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანს გაეგზავნა გადაწყვეტილება და ეცნობა, რომ გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა ექვემდებარებოდა ნაწილობრივ ასახვას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302,181