1. სახლის დირექტორი:

ა) წარმართავს სახლის საქმიანობას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს სახლში შემოსულ დოკუმენტებსა ან სხვა მასალებს;

გ) გადაწყვეტილებას იღებს სახლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს შესაბამის კორესპონდენციას; ვიზირებას უკეთებს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) სახლის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს/დავალებებს;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს სახლის თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების, მათ შორის, ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას;

თ) ცენტრის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სახლის მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსის გამოყოფის, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და თანამშრომელთა წახალისების თაობაზე;

ი) ცენტრის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესთან დაკავშირებით;

კ) სახლის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის თავმჯდომარეს;

ლ) ცენტრის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სახლის ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

მ) უფლებამოსილია არასრულწლოვანს, მისი ქცევისა და მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მისცეს უფლება, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით დატოვოს სახლი;

ნ) განსაზღვრავს არასრულწლოვანის საცხოვრებელ ოთახებს;

ო) ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს;

პ) ასრულებს ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებებსა და მითითებებს;

ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სახლის დირექტორი პასუხისმგებელია სახლისთვის დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულებაზე, სახლის საქმიანობასა და სახლისთვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.

3. სახლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილ