1. სახლი არის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება, რომელშიც ინტენსიური თერაპიული მუშაობითა და არასრულწლოვანზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით შექმნილია ყველა პირობა მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და მხარდაჭერის მიზნების მისაღწევად.

2. სახლში იმყოფება 10 წლიდან 14 წლამდე ასაკის ის არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10 წლიდან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა და მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების თაობაზე. სახლში, აგრეთვე, შეიძლება იმყოფებოდეს არასრულწლოვანი, რომელსაც სახლში ყოფნისას შეუსრულდა 14 წელი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული არაუმეტეს 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე.

3. არასრულწლოვანის სახლში ყოფნის მიზანია მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა.

4. სახლში არასრულწლოვანის ყოფნა ემსახურება მისი უფლებების დაცვას და არ წარმოადგენს მისი დასჯის ღონისძიებას.

5. სახლში არასრულწლოვანის ყოფნის პირობები მაქსიმალურად მიახლოებულია საოჯახო გარემოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლისთვის არსებულ გარემოსთან, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ − კანონი) გათვალისწინებული სერვისებისა და პროგრამების მიზნების მიღწევის თავისებურებების გათვალისწინებით.

6. სახლი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

7. სახლს არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ცენტრი. სახლის დაფინანსება ხორციელდება ცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

8. სახლს აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, სახლის სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

9. სახლის მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, 90-ე ქუჩ