1. სახლში საქმიანობას ახორციელებენ:
ა) სახლის თანამშრომლები − უსაფრთხოების სპეციალისტები, მათ შორის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტები, აღმზრდელი და ახალგაზრდული ლიდერი;
ბ) ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები − სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი;
გ) ცენტრის სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები − ექიმი და ექთანი (შემდგომ − სამედიცინო პერსონალი);
დ) ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომელი − იურისტი;
ე) ცენტრის ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებითა და ცენტრის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებით.
3. სახლის ყველა თანამშრომელს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
4. სახლის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, ცენტრის შინაგანაწესი, ცენტრის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის სტანდარტებ