1. სახლის ამოცანებია: არასრულწლოვანის კეთილდღეობის, რეაბილიტაციის, ზრუნვისა და მხარდაჭერის, შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულებისა და საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, აგრეთვე უსაფრთხო, ოჯახთან მიახლოებული გარემოს უზრუნველყოფა.
2. სახლის ფუნქციებია:
ა) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;
ბ) ოჯახთან მიახლოებული, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებულია არასრულწლოვანთა შორის, აგრეთვე სახლისა და ცენტრის თანამშრომლებისადმი კეთილგანწყობასა და ბავშვის უფლებების პატივისცემაზე;
გ) არასრულწლოვანის ოჯახთან/კანონიერ წარმომადგენელთან/წარმომადგენელთან კომუნიკაცისა და მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების ხელშეწყობა;
დ) ცენტრის სამედიცინო სამსახურთან კოორდინაციით არასრულწლოვანის ჯანმრთელობის, აგრეთვე უსაფრთხო და სათანადო კვებით უზრუნველყოფა;
ე) ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტთან კოორდინაციით არასრულწლოვანის:
ე.ა) ზოგადი და არაფორმალური განათლების პროცესის ხელშეწყობა;
ე.ბ) სოციალური და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მისი განვითარების პროცესზე ზრუნვის ხელშეწყობა, მათ შორის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებით;
ე.გ) ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე, შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვასა და სერვისებში/პროგრამებში მისი მონაწილეობის მონიტორინგი;
ვ) კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების ინიციირება, განხორციელება და მხარდაჭერა, მისი საჭიროებების შესაბამისად;
ზ) რესოციალიზაციის მიზნებისთვის არასრულწლოვანის მიერ სახლის დროებით დატოვების შემთხვევაში ვიზიტის ადგილის მომზადება და არასრულწლოვანის სახლის გარეთ ყოფნის ზედამხედველობა;
თ) სახლში არასრულწლოვანთა, ცენტრის თანამშრომელთა და სტუმართა, აგრეთვე სახლის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;
კ) არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება;
ლ) სახლში არასრულწლოვანისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა;
მ) უფლებამოსილების ფარგლებში არასრულწლოვანის სამედიცინო შემოწმების ხელშეწყობა;
ნ) არასრულწლოვანთან ინტენსიური თერაპიული მუშაობის ხელშეწყობა;
ო) არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური დახმარების სერვისებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
პ) საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი, შემეცნებითი და სხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა;
ჟ) სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამების და შემოქმედებითი წრეების დანერგვა;
რ) სახლში რელიგიური და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზების ხელშეწყობა;
ს) არასრულწლოვანის მონახულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ტ) არასრულწლოვანთა, ცენტრის თანამშრომელთა და სტუმართა, აგრეთვე სახლის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
უ) სახლში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახლის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, არასრულწლოვანთა და მათი ნივთების და ოთახების შემოწმება;
ფ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;
ქ) სახლის საქმიანობასთან, აგრეთვე არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ღ) სახლის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება;
ყ) სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებით, ცენტრის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
შ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება.
სახლის მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზე