1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს პუნქტის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პუნქტის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს მომხმარებლის ვიზუალურად დანახვა და ქვითრის მომხმარებლისთვის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება.
2. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა.
3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. პუნქტის/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.
4. თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო პუნქტი/ფილიალი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.
5. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია არ განახორციელოს ვალუტის გადაცვლა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.
ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელე