1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებს და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) დირექტორს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;

ვ) დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე, დირექტორის/დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორ