1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტიანობაზე და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობაზე.
2. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულება.
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად, აუცილებელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტრო