1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და სამინისტროს სისტემის განვითარება