1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ანხორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში
– სამინისტრო).
2. სამინისტროს მიერ ცენტრის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს;
ა) კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის ცენტრის მიერ წარმოდგენის მოთხოვნას;
ბ) ცენტრის ხელმძღვანელის არამართლზომიერი გადაწყვეტილების გაუქმებას;
გ) თანხმობის მიცემას ცენტრის შემდეგ მოქმედებებზე:
გ.ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
გ.ბ) სესხის აღება;
გ.გ) თავდებობა;
გ.დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
გ.ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების;
გ.ვ) ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
გ.ზ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქმდებებზე, საჭიროა აგრეთვე საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.07.2012
მუხლი 6. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №97/ნ, 30.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1029205/muxli-6/