1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „კონსტიტუციონალიზმის კვლევის და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი” (შემგდომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო კოდი, ბეჭედი, ბლანკი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საბანკო ანგარიშები და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა რეკვიზიტები.
3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
4. ცენტრი სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს საკუთარი სახელით, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს ხელშეკრულებებსა და გარიგებებს, გამოდის სასამართლოში შესაბამისი სტატუსით.
5.
ცენტრის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2010 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება

№110/ნ-სსმIII,135,21.10.2010წ.,მუხ.196