1. ცენტრის საქმიანობას უზრუნველყოფს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ცენტრის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
გ) ცენტრის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ცენტრის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, დებს შრომით ან სხვა სახის ხელშეკრულებებს;
დ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სასამართლოში ან მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობის მიზნით, ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებებს;
ე) ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვასა და განკარგავს, პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომელთა ფინანსური ან სხვა სახის წახალისების თაობაზე;
ვ) ხსნის ცენტრის
საბანკო ანგარიშებს;
ზ) ახორციელებს ცენტრის წარმომადგენლობას;
თ) ადგენს ცენტრის საშტატო განრიგს შესაბამისი თანამდებობრივი სარგოების მითითებით, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ი) ამტკიცებს ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს დისციპინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომელთა, მათ შორის, ხელმძღვანელის, ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ მივლინების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ
– სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ნ) ახორციელებს ცენტრის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებას.
3.
ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ხელმძღვანელი.
4.
ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ’’, „გ”, „ე” და „თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა) ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.07.2012
მუხლი 4. ცენტრის მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №97/ნ, 30.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1029205/muxli-4/