1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია:
ა) ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, დემოკრატიის, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა;
გ) კონსტიტუციონალიზმის სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პოტენციალისა და მნიშვნელობის გაზრდა, აგრეთვე კონსტიტუციური სამართლის მეცნიერებაში ჩართული და დაინტერესებული პირებისათვის სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობა.
2. საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრის ფუნქციებია:
ა) პარლამენტის ფრაქციის, კომიტეტის ან პარლამენტის წევრის თხოვნით დასკვნის მომზადება პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;
ბ) პარლამენტში ინიციირებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნილი საორგანიზაციო კომისიის მუშაობის ხელშეწყობა;
გ) საგანმანათლებლო საქმიანობით მოსახლეობის კონსტიტუციონალიზმის პრინციპების გაცნობა;
დ) შედარებითი კონსტიტუციონალიზმისა და ეროვნული კონსტიტუციური სამართლის თემატიკის სამეცნიერო კვლევების ჩატარება, შესაბამისი რეკომენდაციების კომპეტენტურ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანოებსა და ორგანიზაციებისათვის გადაცემა;
ე) სემინარების, კონფერენციების, ტრეინინგებისა და კონსტიტუციონალიზმის საზაფხულო სკოლის მოწყობა;
ვ) შესაბამისი პროფილის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც მისი მიზნებიდან გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობა