1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები არის:
ა) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი;
გ) სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
დ) სამეცნიერო საბჭო.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ხელმძღვანელი.
3. საორგანიზაციო დეპარტამენტში არის:
ა) იურიდიული, საფინანსო საკითხთა, საქმისწარმოებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
4. საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში არის:
ა) საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება;
ბ) სამეცნიერო კვლევების განყოფილება.
5. სამოქალაქო განათლების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არის:
ა) კონსტიტუციონალიზმის დარბაზის განყოფილება;
ბ) საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
6. სამეცნიერო საბჭო არის სათათბირო სტრუქტურული ერთეული, რომლის შემადგენლობაში შედის ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები, დეპარტამენტის დირექტორები და განყოფილების უფროსები. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
7. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს იწვევს და მათ სხდომებს ხელმძღვანელობს ცენტრის ხელმძღვანელი.
8. ცენტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სამეცნიერო საბჭოში შეიძლება მოწვეული იქნეს სხვა პირებიც