1. ეკონომიკური სამმართველო:
ა) წარმართავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის საფინანსო-ეკონომიკურ, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ფინანსური და მატერიალური სახსრების ეფექტიან მართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეიმუშავებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს და კანონით განსაზღვრულ სტატისტიკურ ანგარიშს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის წლიურ ბიუჯეტს;
ე) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს;
ვ) ორგანიზებას უწევს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ი) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
კ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და უძრავი ქონების მოვლა-პატრონობას;
ლ) უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობისთვის საჭირო ელექტრონული მოწყობილობის შესაბამის დანაყოფზე გადაცემას და აწარმოებს მათ ერთიან რეესტრს;
მ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა;
ნ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა გადაყვანა პროზექტურაში;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომებზე სატრანსპორტო საშუალებათა განთავსება/შენახვას;
პ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების გამართულ ფუნქციონირებას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ევაკუატორით მომსახურების სერვისით დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობას;
რ) დოკუმენტაციის წარმოებას და მომსახურების საფუძველზე შემოსავლების მიღების ადმინისტრირებას;
ს) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ევაკუატორით მომსახურების სერვისცენტრი (განყოფილება) უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება