1. ოპერატიული მართვის სამმართველო:
ა) დაკავშირების სხვადასხვა არხით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღებას, დამუშავებას და შესაბამის სუბიექტებზე გადაცემას;
ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მართვის მიზნით უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებულ მუშაობას;
გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტის მისვლამდე, კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებს უწევს პირველად კონსულტაციას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მოსამსახურეებისთვის სამუშაო ინსტრუქციების და მითითებების შემუშავებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამუშაო პროცესის ანალიზს და მისი გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;
ვ) უზრუნველყოფს თბილისისა და რუსთავის ცენტრების საქმიანობის კოორდინაციას;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. თბილისის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. რუსთავის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება