1. ცენტრი
ს უფროსი:
ა) წარმოადგენს ცენტრ
ს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრი
ს საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს ცენტრი
ს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას
და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) ქ.
თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის
საშტატო ნუსხასა და
თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის
თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;
ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
თ) ამტკიცებს ცენტრი
ს შინაგანაწესს
;
ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
კ) ცენტრ
ში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და ცენტრი
ს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტ
რის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;
ნ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრი
ს ბიუჯეტის პროექტს;
ო) შუამდგომლობს ქ.
თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტ
რის ამოცანების შესასრულებლად;
პ) ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით
იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრი
ს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრი
ს ამოცანების შესასრულებლად;
ჟ) ცენტრი
ს წინაშე არსებული საკითხების ეფექტ
ურად გადაწყვეტის მიზნით უფლებამოსილია, თავის კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
რ) ქ.
თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს ცენტრი
ს საქმიანობის შესახებ;
ს) ხელს აწერს ცენტრი
ს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ტ)წარმოადგენს ცენტრ
ს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ცენტრი
ს უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის უფროსებს