1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია:
ა) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების შეთავაზება.
2. ცენტრის ფუნქციებია:
ა) მიღებული სპეციალური ნებართვების ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი პრეჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების გაწევა;
ბ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მეთოდებისა და პირობების სრულყოფა, საქართველოში გამოყენებული ნებადართული სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო წამლების საშუალებების ფარგლებში;
გ) სახელშეკრულებო პრინციპით სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან მიიღოს ან გადააგზავნოს პაციენტი გამოკვლევის ან მკურნალობის მიზნით. აგრეთვე, დროებით მოიწვიოს სპეციალისტი ან მიავლინოს საკუთარი სპეციალისტი გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად;
დ) სათანადო ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების, დაწესებულების და ორგანიზაციების დაკვეთით სახელშეკრულებო პრინციპით შეისწავლოს განსაზღვრული კონტინგენტის ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს სათანადო დასკვნები;
ე) სათანადო ნებართვითა და დადგენილი წესით ჩაატაროს ახალი სამკურნალო საშუალებების და მეთოდების, ასევე სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და ტექნიკის კლინიკური აპრობაცია, გასცეს სათანადო დასკვნები;
ვ
) სასწრაფო სამედიცინო საკითხების თაობაზე
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;
ზ)
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ