1. ცენტრი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებების მეშვეობით.

2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) ლოგისტიკის განყოფილება;

გ) შესყიდვების განყოფილება;

დ) საფინანსო განყოფილება;

ე) ხარისხის მართვის განყოფილება;

ვ) ცენტრის თორმეტი რაიონული განყოფილება (ფილიალი);

ზ) მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფის განყოფილება;

თ)
033 ცენტრალური სადისპეტ
ჩერო განყოფილება.
3. ადმინისტრაციული განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა;

ბ) საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;

გ) ცენტრისთვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა;

დ) არქივის წარმოება.

4. ლოგისტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ცენტრის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და მისი არსებული მდგომარეობის კონტროლი;

ბ) ცენტის პერსონალთა სასწავლო პროცესების ლოგისტიკური უზრუნველყოფა;

გ) ცენტრისათვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგების შექმნა და განახლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. შესყიდვების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

შესყიდვების განხორციელება.

6. საფინანსო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბალანსო ერთეულების, აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის გაფორმება, აღრიცხვა და ანგარიშგება.

7. ხარისხის მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარების მეთოდებისა და პირობების სრულყოფა, საქართველოში გამოყენებული ნებადართული სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო წამლების საშუალებების ფარგლებში;

ბ) მოსახლეობისათვის ხარისხიანი პირველადი პრეჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების გაწევაზე კონტროლი.

8. ცენტრის რაიონული განყოფილებების (ფილიალები)
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

მოს
ახლეობისათვის გადაუდებელი და აუცილებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.
9. მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფის განყოფილების ძ
ირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

სამედიცინო ბრიგადების მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფა, მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარის მიღება, გაცემა და აღრიცხვა.

. 033 ცენტრალური სადისპეტ
ჩერო განყოფილების
ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება