საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
ბ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
გ) ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამებისა და სისტემების შესახებ მომხმარებლის ინსტრუქციების შემუშავება;
ე) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი მონიტორინგი;
ვ) კრიტიკული სისტემების სარეზერვო ასლების უზრუნველყოფა;
ზ) მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა საკაბელო მეურნეობით ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
თ) სათვალთვალო კამერების ნორმალური ფუნქციონირების მონიტორინგი;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ