სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის ორგანიზება და განხორციელება;

ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარება;

გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება;

დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) ხელშეკრულების კონტროლზე უფლებამოსილი პირების ინფორმაციის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, გარანტორისაგან საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნა;

ვ) ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო  წლიური გეგმის პროექტის შედგენა/კორექტირება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში;

თ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების (გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა) აღრიცხვის წარმოება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ მონაცემთა  სააღრიცხვო ელექტრონული ბაზების წარმოება;

კ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების, მათი შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ