უსაფრთხოების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრის ადმინისტრაციული და სხვა შენობების, აგრეთვე სხვა ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრის ტერიტორიაზე დისციპლინის დარღვევის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ცენტრის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ)  ცენტრის საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) ცენტრის ტერიტორიაზე, შენობა-ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსამსახურეთა და სხვა პირთა, აგრეთვე ავტომანქანებისა და სხვა საშუალებების გადაადგილების წესების დაცვა;

ე) უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის/გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ცენტრის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ