საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევების და განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამეცნიერო, კვლევითი, საცდელი და საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარება ახალი ტიპის ტექნიკის და სხვა ნაკეთობების შემუშავების პროცესში;

ბ) წარმოების პროცესის საკონსტრუქტორო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

გ) ახალი პროდუქციის სერტიფიცირების შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;

დ) საბრძოლო მასალების აღჭურვის ტექნოლოგიური რეგლამენტების დამუშავება;

ე) სპეცწარმოების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;

ვ) სპეცდანადგარების, მცირე კონსტრუქციების, მოწყობილობების, ცალკეული დეტალების და სამარჯვების დამზადება;

ზ) სპეცდანადგარების ხელსაწყოების კონსტრუქციების მონტაჟი წარმოებებში და ლაბორატორიებში;

თ) საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში შრომის დაცვის, უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების განხორციელება და კონტროლი;

ი)  საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, საცდელი და საკონტროლო სროლითი გამოცდების ჩატარება როგორც დახურულ ლაბორატორიულ ასევე, ღია საპოლიგონე პირობებში;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ