უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის ნაღმებსა და ფეთქებად საბრძოლო ნარჩენებზე ჩატარებული სამუშაოების კოორდინაცია;

ბ) ნაღმებისა და ფეთქებადი საბრძოლო ნარჩენებისაგან გასუფთავებული ტერიტორიების ინსპექტირება და მისი შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დადგენილი წესით მიღება-გადაცემა;

გ) ომის ფეთქებადი ნარჩენებითა და ნაღმებით დაბინძურებული ტერიტორიების ტექნიკური გამოკვლევისა და შეფასების მართვა/კოორდინაცია;

დ) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის ხარისხის მართვა, რაც მოიცავს: სამუშაოს მიმდინარეობის ხარისხის დამოწმებას (QA) და ხარისხის კონტროლს (QC);

ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ-განაღმვითი საქმიანობის ინფორმაციის მართვის სისტემის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს „ინფორმაციის მართვის სისტემის განაღმვითი სამუშაოებისთვის“ ანუ IMSMA-ს მუშაობის უზრუნველყოფას;

ვ) არსებული ჩამოწერილი, ვადაგასული და ზენორმატიული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, ასევე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაცია და უტილიზაცია;

ზ) შესაბამისი მიმართულების პროექტების მართვა, მუშაობის ორგანიზება,  მონიტორინგი და კოორდინაცია;

თ) უტილიზაციის სამუშაოების დაგეგმვა, უზრუნველყოფა, განხორციელება. უტილიზაციის შედეგად მიღებული ფეთქებადი ნივთიერებების, დენთების და პირონარევების გადამუშავება/განადგურება;

ი) სადემილიტარიზაციო სამუშაოების დაგეგმვა/ჩატარება;

კ) შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების/მოთხოვნების დაცვა;

ლ) აკრედიტაცია/სერტიფიცირება,  კომპეტენციის ფარგლებში;

მ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი და ანალიზი;

ნ)  საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა/შეფასება;

ო)  სპეცმომსახურების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) სადემილიტარიზაციო ბაზაზე მიღებული და საუტილიზაციო სამუშაოების შედეგად დარჩენილი ჯართის დახარისხება და არსებული წესით რეალიზაციისთვის მომზადება;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ