პროექტების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პროექტების ორგანიზება, დაგეგმვა და მართვა;
ბ) ახალი საპროექტო შესაძლებლობების და შეთავაზებების შესწავლა;
გ) მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და კოორდინაცია;
დ) საპროექტო შეთავაზებების მომზადების პროცესში დამკვეთებთან ინტენსიური კომუნიკაცია ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებში;
ე) პროექტებთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) პროექტების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
ზ) პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
თ) პროექტების მართვის და მონიტორინგის პროცესში მოსალოდნელ რისკებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი მექანიზმის შედგენა და ხელმძღვანელი პირისთვის წარდგენა;
ი) დამკვეთთან პერიოდული კომუნიკაცია გადაცემული პროდუქციის შეფასების მიღების მიზნით;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ