ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) წარმოების პროცესთან, საბოლოო პროდუქტის შექმნასთან და მომსახურებასთან  დაკავშირებული ყველა პროცესის მონიტორინგი/კონტროლი;

ბ) სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებთან, საპროექტო-საკონსტრუქტორო დოკუმენტაციასთან, დამტკიცებულ ნიმუშებთან (ეტალონებთან) და ხელშეკრულებებთან შეუსაბამობების გამორიცხვის მიზნით, ცენტრში დამზადებული, გარემონტებული და მოდერნიზებული პროდუქციის, ცენტრის მიერ შეძენილი პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, სამინისტროს სისტემის ობიექტების ეკო-ქიმიური მონიტორინგი, სარემედიაციო სამუშაოების და გარემოს დაცვის საკითხებში რეკომენდაციების გაცემა;

დ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი. საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა, შეფასება;

ე) ცენტრის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის, საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის და ხარისხის და ხარვეზის აღმოფხვრის მონიტორინგი;

ვ)  დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, პროდუქციის დაპროექტების, წარმოების, რემონტის და მოდერნიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრში ხარისხის სისტემის დანერგვის,  სრულყოფის და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ