საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრის მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და  ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკის შემუშავება;

ბ)  ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ)  დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისა და შესრულების ანალიზი;

დ) საერთაშორისო პროგრამების/პროექტების ფინანსური დაგეგმვა და შესრულება;

ე) პროდუქციის და მომსახურების ნორმატიული თვითღირებულების შედგენის სამუშაოების ორგანიზება და მართვა;

ვ) ფასების მასივის ფორმირება, გასაცემი ფასების მონაცემთა ბაზების ფორმირება;

ზ) შრომითი, ენერგო და მატერიალური დანახარჯების ნორმატიულ მონაცემთა ბაზების შექმნა  ნაკეთობების მიხედვით;

თ) ნორმატიული და კრებსითი კალკულაციების შედგენა და გასაცემი ფასების დადგენა;

ი) შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის ანგარიშის მომზადება;

კ)  კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ