1. ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრის საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

ბ) ცენტრის განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ცენტრის ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების მართვა;

დ) გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ადმინისტრირება;

ე) საჯარო ინფორმაციისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ვ) ცენტრის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება;

ზ) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.

2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და შემუშავება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

გ) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარებისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;

დ)  ცენტრის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ვ)  ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

ზ) ცენტრის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან  დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა/განხორციელება;

თ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;

ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი და შეფასება;

კ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის  შესაბამისი დავალებების განხორციელება.

3. საქმისწარმოების სამმართველო

საქმისწარმოების სამმართველოს  ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;

ბ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების შემუშავება/დანერგვა;

გ) ცენტრის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო/არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და არქივის მართვა;

დ) დადგენილი წესით ცენტრის სახელზე შემოსული და ცენტრიდან გასული კორესპონდენციის (საიდუმლო/არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია  და დროულად მიწოდება ადრესატისათვის;

ე) ხელმოსაწერად წარსადგენი/გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის (საიდუმლო/არასაიდუმლო)  შემუშავება; საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;

ზ) მოთხოვნის შემთხვევაში დაცული დოკუმენტების მოძიება, გაცნობის უზრუნველყოფა. ასლის დამზადება და გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) წარმოებადასრულებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის  შესაბამისი დავალებების განხორციელებ