მომსახურებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
ა) ახალი პროექტების შემუშავების ორგანიზება და საგარეო ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად ახალი საპროექტო შესაძლებლობების და პოტენციური შეთავაზებების შესწავლა;
ბ) შესაბამისი მიმართულების პროექტების, საპროექტო გუნდების მართვა, მუშაობის ორგანიზება, მონიტორინგი და კოორდინაცია;
გ) საპროექტო შეთავაზებების მომზადების პროცესში კლიენტებთან/დამკვეთებთან იდეის ავტორთან ინტენსიური კომუნიკაცია და უკუკავშირის დამყარება;
დ) კლიენტებთან/დამკვეთებთან, იდეის ავტორთან ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებში ურთიერთობების მართვა;
ე) პროექტების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
ვ) პროექტის მართვის სტანდარტების დაცვა და მაღალი პროფესიონალური გუნდური ურთიერთობების და გამჭვირვალე კომუნიკაციის პირობების შექმნა;
ზ) პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
თ) პროექტის დაგეგმვა და მართვა;
ი) პროექტის სამოქმედო გეგმის შემუშავება დასაწყისიდან პროექტის დასასრულამდე;
კ) პროექტის სამუშაო გეგმის დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება;
ლ) პროექტისათვის საჭირო ექსპერტების მოწვევა ზემდგომ ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით;
მ) სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებისა და უწყებებისათვის შიდა პროცესების ავტომატიზირებისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაობის ჩატარება;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ