არასაიდუმლო საქმისწარმოების და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის  მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;

ბ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების შემუშავება/დანერგვა;

გ) ცენტრის მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან  შემოსული დავალებების შესრულების კოორდინაცია, მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებების მომზადება;

ე) ცენტრის ერთიანი საქმისწარმოების (არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და არქივის მართვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, არასაიდუმლო  საქმისწარმოებისა და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ზ)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ) ცენტრის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვა, კოორდინაცია, კონტროლი;

ი) ცენტრის საიდუმლო რეჟიმის დაცვის წარმართვა, ზედამხედველობა და კონტროლი;

კ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოებისა  და საიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება;

მ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება და შესრულების კონტროლი;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.

21. ნატოს სტანდარტიზაციის სამმართველო

ნატოს სტანდარტიზაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) NATO-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში მოქმედი სტანდარტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება და მათი სისტემატიზაციის განხორციელება;

ბ) ერთიანი სტანდარტების მომზადების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, მათი თანმიმდევრულ განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;

გ) საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით შეიარაღებისა და ტექნიკის სტანდარტიზაციის საკითხების შემუშავება-კოორდინაციის უზრუნველყოფა;

დ) NATO-ს საერთაშორისო სტანდარტიზაციის პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ე)  NATO-ში ინტეგრაციის პროცესის თანმიმდევრული განვითარების ხელშეწყობა;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.

22. ტექნოლოგიის სამმართველო

ტექნოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა)  ნაკეთობის წარმოებაში ჩაშვების დროს წარმოების მომზადების პერსპექტიული და ოპერატიული გეგმების შემუშავების ხელმძღვანელობა ;

ბ) წარმოებაში ახალი სახის ნაკეთობებისა და ახალი პროცესების შემოტანისას დირექტიული ტექნოლოგიური მასალებისა და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავებისა და დანერგვის ხელმძღვანელობა;

გ)  ნაკეთობის  ჩაშვებისა და მიმდინარე წარმოების ტექნოლოგიური მომზადების ხელმძღვანელობა;

დ)  წარმოებაში ახლად ჩაშვებული  ნაკეთობის დირექტიული ტექნოლოგიის შემუშავების ხელმძღვანელობა;

ე) მექანიკური დამუშავების ტექ. პროცესების ავტომატიზაციის ხელმძღვანელობა;

ვ) წარმოებაში მიმდინარე ყველა ნაკეთობის ტექნოლოგიური დაგეგმარების განხორციელება;

ზ) წარმოების ტექნოლოგიების სრულყოფაზე წინადადებების განხილვა და დანერგვის ეფექტურობაზე დასკვნის გაცემის უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ