1. სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა შესაბამისი აქტების/დოკუმენტების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება;
გ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გენერალური დირექტორის, მისი მოადგილეების, აღმასრულებელი დირექტორის და ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
დ) ცენტრის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა/კოორდინაცია;
ე) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახორციელებს ცენტრის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ კონსულტაციას, აძლევს მათ სამართლებრივ მითითებებსა და რეკომენდაციებს;
3. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული კონსულტაცია, რეკომენდაცია, მითითება არის ზეპირი ფორმის, რაც წერილობით შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული დოკუმენტის ვიზირებაშ