1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;

დ) კრედიტები და გრანტები;

ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტოს უფლება აქვს, თავისი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრ