სტუდენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, აკადემიის წესდება და შიდა რეგულაციები;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ნორმები;

დ) არ დაუშვას პლაგიატი, გამოცდის გაყალბება და აკადემიური არაკეთილსინდისიერების სხვა ფორმები;

ე) გაუფრთხილდეს აკადემიის ქონებასა და რესურსებს;

ვ) პატივი სცეს სხვა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უფლებებს;

ზ) დაიცვას აკადემიის მიერ დადგენილი შიდა უსაფრთხოებისა და ქცევის წესებ