1. აკადემია ახორციელებს:
ა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას;
ბ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას;
გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;
დ) პროფესიული და უწყვეტი განათლების პროგრამებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სტუდენტის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ჩაირიცხა აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
3. სტუდენტის სტატუსი მოიცავს კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და შიდა რეგულაციებით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს.
4. აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება აკადემიური თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.
5. პროფესიული და უწყვეტი განათლების პროგრამების მსმენელთა სტატუსი და მათთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტი