1. აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას აკადემიის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში.
2. აკადემიაში სტუდენტები წარმოდგენილი არიან:
ა) მმართველ და ფაკულტეტის საბჭოში;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფის თვითშეფასების ჯგუფში;
გ) სხვა საკონსულტაციო ჯგუფებში.
3. სტუდენტები უფლებამოსილი არიან აირჩიონ და არჩეულ იქნენ სტუდენტთა თვითმმართველობაში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
4. სტუდენტური თვითმმართველობა:
ა) წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს;
ბ) მონაწილეობს სტუდენტურ, აკადემიურ და სოციალურ ინიციატივებში;
გ) თანამშრომლობს აკადემიის მართვის ორგანოებთან;
დ) ხელს უწყობს სტუდენტური კულტურისა და აკადემიური გარემოს განვითარებას.
5. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
6. სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორ