1. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და რექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აკადემიას უფლება აქვს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს:

ა) მობილობის წესით სტუდენტთა მიღება;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება;

გ) ერთობლივ და გაცვლით პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა.

5. სტუდენტთა მიღების პროცესი ეფუძნება სამართლიანობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და საჯაროობის პრინციპებს.

6. სტუდენტთა მიღების დამატებითი პირობები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის რექტორისა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტები