1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) პოლიციის აკადემიის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კანცელარიაში დარეგისტრირებული სტუდენტის წერილობითი განცხადება სწავლის შეჩერების შესახებ (მიზეზის მითითების გარეშე);
ბ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;
გ) აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;
დ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
ე) საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის აკადემიის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევები;
ზ) სხვა საფუძველი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელებას პოლიციის სკოლის საბჭოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიციის აკადემიის რექტორის გადაწყვეტილებით.
2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება დასაშვებია 5 წლამდე ვადით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წესრიგდება პოლიციის აკადემიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობითა დადგენილი წესი