1. დასკვნით გამოცდაზე 20 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ გადალახავს სასწავლო კურსისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს, სტუდენტს ერთჯერადად ეძლევა უფლება გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე (გადააბაროს გამოცდა), თუ მას ჯამურად დაგროვებული აქვს 41 ქულა და მეტი.

2. საპატიო მიზეზით დამატებით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს აღადგინოს იგი მხოლოდ ერთხელ.

3. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის აკადემიის მოსამსახურეს აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სტუდენტის ნაშრომი (შუალედური/დასკვნითი გამოცდა და სხვა) შესრულებული შეიძლება ყოფილიყო არაკეთილსინდისიერი გზით (გადაწერა, საგამოცდო მასალის წინასწარ ცოდნა და სხვა), იგი ვალდებულია, მომდევნო სემესტრის დაწყებამდე, მიმართოს პოლიციის აკადემიის რექტორს, რომელიც განსაზღვრავს ნაშრომის განმხილველი კომისიის შემადგენლობას.

4. კომისია მოპოვებული მასალების შესწავლისა და სტუდენტის გამოკითხვის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მიღებული შეფასების უცვლელად დატოვების შესახებ;

ბ) შეფასების გაუქმების შესახებ.

5. კომისიის მიერ სტუდენტისათვის შეფასების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტუდენტს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგენილი წესის შესაბამისად. სტუდენტი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში ხელახლა გაიაროს სასწავლო კურსის პროგრამით (სილაბუსი) გათვალისწინებული შესაბამისი შეფასება (შუალედური/დასკვნითი გამოცდა და სხვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ შეეფარდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტ