1. პერიოდული გამოკითხვის/გამოცდის შედეგებით (შეფასებით) უკმაყოფილების არსებობის შემთხვევაში, პერიოდული გამოკითხვის/გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სტუდენტს უფლება აქვს, დასაბუთებული საჩივრით მიმართოს პოლიციის აკადემიის რექტორს და გაასაჩივროს მიღებული შედეგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი განიხილება პრეტენზიის/საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ, საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.

3. გამოცდაზე სტუდენტისთვის შესაძლო ხელშემშლელი გარემოების არსებობისას, რამაც გავლენა იქონია გამოცდის საბოლოო შედეგზე, სტუდენტს უფლება აქვს, გამოცდის დასრულებისთანავე წარადგინოს წერილობითი პრეტენზია კურატორი პრორექტორის სახელზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრეტენზია განიხილება პრეტენზიის/საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ მისი წარდგენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში განმეორებითი გამოცდა ინიშნება შესაბამისი ოქმის გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაშ