1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) პოლიციის აკადემიის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კანცელარიაში რეგისტრირებული, სტუდენტის წერილობითი განცხადება სწავლის შეწყვეტის შესახებ (მიზეზის მითითების გარეშე);

ბ) ჯამში 5 წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა;

დ) სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი (მათ შორის, ეთიკის ნორმებისა და პოლიციელისთვის დადგენილი ეთიკური ქცევის ნორმების, სტუდენტის ქცევის წეს(ებ)ისა და სხვა დარღვევა) ქმედების განხორციელება;

ე) საბაკალავრო პროგრამის დასრულება;

ვ) გარდაცვალება;

ზ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და პოლიციის აკადემიის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა პოლიციის აკადემიის რექტორის ბრძანება.

3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი