1. საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ რეგულირებად სფეროში, ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების, მისი დახვეწის, საზოგადოებისათვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების მიზნით, პოლიციის აკადემიამ შესაძლოა შეცვალოს საბაკალავრო პროგრამა.
2. საბაკალავრო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების დროულ ინფორმირებას და იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
3. საბაკალავრო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, პოლიციის აკადემია შესაბამისი პროგრამის სტუდენტებს უზრუნველყოფს შემდგომი განათლებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუდენტების მობილობით გადასვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთა